აღწერა
დამატენიანებელი კრემი შექმნილია კანის ბარიერული ფუნქციის გასაძლიერებლად და ღრმა დატენიანებისთვის. ძირითადი აქტიური კომპონენტები უზრუნველყოფენ კომპლექსურ მოვლას, დატენიანება არამარტო მშრალი კანის საჭიროებაა, არამედ აუცილებელია ცხიმიანი კანის დატენიანებაც.
გულყვითელას ექსტრაქტი (Calendula): უზრუნველყოფს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. ის ეხმარება მგრძნობიარე და გაღიზიანებული კანის დამშვიდებას, ხელს უწყობს მის სწრაფ აღდგენას და ამცირებს სიწითლეს. ასევე აცხრობს ანთებით პროცესებს (აკნე)
ორკბილას ექსტრაქტი: ამშვიდებს ალერგიულ რეაქციას, აცხრობს ანთებას და შეშეპებას.
ბეტაგლუკანი (Beta-Glucan): არის ბუნებრივი პოლისაქარიდი, რომელსაც შეუძლია ჰიალურონის მჟავაზე 20%-ით მეტი ტენის შებოჭვა. ის აღწევს კანის ღრმა შრეებში, უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას და მნიშვნელოვნად აძლიერებს კანის იმუნურ დაცვას გარე ფაქტორებისგან.
ეს ინგრედიენტების კომბინაცია იდეალურია კანის დატენიანების ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად, მისი რბილი და ჯანსაღი იერის უზრუნველსაყოფად. გამოიყენება დილა- საღამოს, კანის გასუფთავების შემდეგ ყველა ტიპის კანისთვის.