აღწერა
ჰიდროფილური ზეთი იდეალურია მაკიაჟის, მზისგან დამცავი საშუალებებისა და ცხიმოვანი მინარევების მოსაშორებლად. კანის ორ საფეხურიან წმენდაში ჰიდროფილურ ზეთს ანალოგი არ აქვს. მცენარეული ზეთების და ვიტამინების კომპლექსი ატენიანებს და თან ნაზად წმენდს კანს, პროფილაქტიკას უწევს შავი წერტილების (კომედონების) გაჩენას.
ხელზე დაიტანეთ საჭირო რაოდენობის ჰიდროფილური ზეთი, წაისვით მშრალ კანზე (თუნდაც გქონდეთ მძიმე მაკიაჟი) შეიზილეთ 1-2 წუთი, შემდეგ სველი ხელით დაიმასაჟეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგი საფეხური ქაფით ან გელით ჩამობანაა. ვინაიდან ჰიდროფილური ზეთი წყალთან კონტაქტისას წარმოიქმნება მსუბუქ ემულსიად (რძედ,) მისი ჩამობანა არაა სირთულესთან დაკავშირებული, კანის ზედაპირზე არ ტოვებს ცხიმიანობის შეგრძნებას და ჩამოიბანება მარტივად.
გამოყენება: გამოიყენება მხოლოდ საღამოს რუტინაში, ყველა ტიპის კანისთვის, მათ შორის მგრძნობიარე და აკნესკენ მიდრეკილ კანისთვისაც