ჩვენს შესახებ
ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღე, რათა შევქმნათ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი
ყველაფერი წლების წინ დაიწყო, როცა იდეის გადაქცევა დავიწყეთ რეალობად. მას შემდეგ, თითოეული ნაბიჯი იყო ძიება, ნამდვილი ძიება წარმატებისკენ.
FOLIUM არ დაიბადა უბრალოდ როგორც ბრენდი. ის დაიბადა სურვილით, შეგვექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც კანს დაუბრუნებდა პირვანდელ სახეს და ადამიანებს საკუთარ თავზე ზრუნვის მნიშვნელობას შეახსენებდა.
ჩვენ ვქმნით კრემებს, შრატებს და თავის მოვლის საშუალებებს იმ ფილოსოფიით, რომ სილამაზე იწყება ჯანმრთელი კანიდან. თითოეული ინგრედიენტი შერჩეულია ყურადღებით, დიდი შრომისა და სწავლის საფუძველზე.
FOLIUM არის გზა საკუთარ თავისკენ.
გზა ყოველდღიური რუტინის პატარა რიტუალად გადაქცევისკენ.
გზა იმისკენ, რომ თავი იგრძნო თავდაჯერებულად, კომფორტულად და ბუნებრივად ლამაზად.
ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი სილამაზე ითვალისწინებს, სისუფთავეს, სიმსუბუქეს და სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ. სწორედ ამიტომ თითოეული ჩვენი პროდუქტი იქმნება არა სწრაფი შედეგისთვის, არამედ გრძელვადიანი ზრუნვისთვის.
FOLIUM — შექმნილია იმისთვის, რომ შენ ყოველდღე შეგახსენოს: შენ იმსახურებ საუკეთესოს!
ჩვენი კომპანია
FOLIUM არის სრულიად ქართული, ხელით დამზადებული, ნატურალური კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც აწარმოებს თავის მოვლის საშუალებებს.